Wednesday, October 21, 2015

დღე-9    
       დამთავრდა ტრენინგი.
        გავიგე ინტელის  პროგრამის შესაძლებლობების შესახებ, საკმაოდ  ნაყოფიერი შეხვედრები გვქონდა . ვისწავლე გაკვეთილის პროექტით სწავლება. განვიხილე ის რესურსები და აქტივობები რომლებიც აყალიბებენ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს.ტრენერის რჩევით მოვაფიქრე იდეა ჩემი მომავალი პროქტისათვის.ტრენინგის დასასრულს შევქმენი ახალი ბლოგი, სადაც აღვწერდი ტრენინგის მსვლელობას და ვათავსებდი ჩემს მიერ ელექტრონულ რესურსებს.
        მადლობა გვანცა სალიას!

Sunday, October 18, 2015

დღე    8

    გავეცანი მე-7 მოდულის ტექნოლოგიებისა და ფასილიტაციის ნიმუშების  გამოყენებას პროექტით სწავლებისას. გავიგე ,რომ საკვანძო  კითხვების დასმა ეფექტური სწავლების შემადგენელი ნაწილია.კარგ ეფექტს იძლევა მოსწავლეთა ჩართულობისა და მაღალი დონის სააზროვნო უნარების წახალისებისათვის.ვისწავლე როგორ გავწიო ფასილიტაცია კლასის მოსწავლეებზე ორიენტირებული სწავლების პროცესში.
მოსწავლეებს შევუქმნა რესურსი ,რომ დამოუკიდებლად შეძლონ პროექტზე მუშაობა.

Saturday, October 17, 2015


დღე-      7
ვისწავლე პროექტის წარმატებისათვის რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლის ხელშეწყობა, რომ ისინი თვითრეგულირებად მსწავლებლებად იქცნენ.გავეცანი  ნაშრომის შეფასების რუბრიკებს
ვისწავლე ბლუმის და გარდნერის თეორიის გამოყენება პროექტით სწავლებისას.
გავეცანი მოსწავლის ნამუშევრს და დავხვეწე  სავარაუდო ნაშრომი.
 შევქმენი პირადი პორტფოლიო.

Monday, October 12, 2015

დღე 6

დღეს ვისწავლეთ პროექტის ჩარჩოს დაგეგმვა. მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის დაგეგმვისას აუცილებელია, რომ გავითვალისწინოთ შესაბამისი სტანდარტები და მიზნები, 21- საუკუნის შესაფერისი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებისათვის საჭიროა დავუკონკრეტოთ მიმართულების  მიმცემი საკვანძო კითხვები, რომელიც გამომდინარეობს რეალური ცხოვრებიდან, ძალიან მომეწონა სლაიდებზე მუშაობა, ვისწავლე სლაიდში სურათის,  დიაგრამის და ცხრილის ჩასმა, სლაიდის დიზაინის შეცვლა და ა.შ.

Wednesday, October 7, 2015

დღე 5

დღე-5. დღევანდელი სამუშაო საინტერესო იყო.გავეცანი პორტფოლიოს რუბრიკას, რომელიც შედგება გეგმისაგან, მოსწავლის ნაშრომისაგან და შეფასების რუბრიკისაგან. ,.დავრწმუნდი საინფორმაციო ტექნოლოგიების უპირატესობაში,რაც ხელს უწყობს 21-ე ს-ის უნარ-ჩვევების  განვითარებას.გავიგე, თუ როგორ უნდა დავიცვათ საავტორო უფლებები.

Sunday, October 4, 2015

დღე 3-4

დღე-4
პროექტზე მუშაობისას აუცილებელია დროში გაწერილი შეფასების სქემის შექმნა. რაც ინდივიდუალური მიღწევებისათვის ფართო შესაძლებლობების სპექტრს ქმნის. დავრწმუნდი რომ შეფასების გეგმა უზრუნველყოფს პროექტის შესაბამისობას სასწავლო მიზნებთან.  ზუსტად უნდა იყოს გაწერილი პროექტის მუშაობის დაწყებამდე, პროოცესში და დასრულების შემდეგ, ამ მეთოდით მოსწავლეები ეჩვევიან რეზიუმეს წერას.




დღე-3

გავეცანი და ძალიან საინტერესო იყო დღევანდელი შეხვედრა,გავიგე,თუ  როგორ უნდა მივაღწიოდ სასწავლო სტანდარტით შდეგზე გასვლას, რათა დავეუფლოთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს. დავრწმუნდი ტექნოლოგიების ეფექტურ გამოყენებას დიდო მნიშვნელობა აქვს  მაღალი დონის სააზროვნო უნარების განვითარებისათვის. მიმართუელბის მიმცემი საკვანძო კითხვები დამეხმარა ჩემი პროექტის იდეას ღრმად ჩავწვდომოდი. დავრწმუნდი,  რომ მაპროვოცირებელი კითხვების დასმა აზროვნების წამახალისებელია და უკეთ წარმოაჩენს საგანთა შორის კავშირებს. საკმაოდ დატვირთული დღე  იყო .

Saturday, October 3, 2015

დღე-1

გავეცანი პორტფოლიოს  შექმნის პრინციპებს. გავიგე, რომ პროექტზე აგებული და დამყარებული სწავლება  მოსწავლეს ღრმა ცოდნასა და 21-ე საუკუნის შესაბამის უნარ-ჩვევებს უვითარებს. ასევე ასწავლის დამოუკიდებლ აზროვნებას.

შევქმენი ელექტრონული საქაღალდე. ნამდვილად არ ვიცოდი თურმე არც ისე რთული ყოფილა.
დავრწმუნდი რომ ინტეგრირებული სწავლება მოსწავლეებს ეხმარება საგანთა შორის კავშირების წარმოჩენასი.

მივიღე ინსტრუქცია საშინაო დავალების შესახებ. ვფიქრობ არ გამიჭირდება. ველოდები შემდეგ მეცადინეობას!